ქუჩის მუსიკოსები – გადაცემა 2

როგორ იქმნება მუსიკა თბილისის ქუჩებში,ვინ არიან ახალგაზრდები რომლებიც ქუჩის მუსიკის სტილს ამკვიდრებენ და როგორ მუსიკას უკრავენ ისინი – მაია გულისაშვილი გაგაცნობთ დედაქალაქის ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელის ახალგაზრდა მუსიკოსებს.

თავგადასავლების მაძიებელი – ლაშქრობა

თავგადასავლების მაძიებელი – ლაშქრობა

თავგადასავლების მაძიებელი ლაშქრობებით დაინტერესდა. მოუსმინეთ მოლაშქრეთა კლუბ ,,ფენიქსის” ორგანიზატორს, ლელა წიკლაურს და გაიგეთ მეტი ლაშქრობების შესახებ.

სოციალური მედიის ტრენინგი გორში

MTC-მულტიმედია ტრენინგ ცენტრის ინიციატივით ქალაქ გორის სკოლის მოსწავლეებს სოციალური მედიის მეორე დონის ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის ფარგლებში ბავშვები wordpress-თან და ზოგადად სოციალურ მედიასთან დაკავშრებულ სიახლეებს გაეცნენ. ბავშვებმა პირველი დონის ტრენინგი PH International-ის პროექტის ფარგლებში მულტიმედია ტრენინგ ცენტრის ტრენერებთან გაიარეს. ისინი უკვე წარმატებული ბლოგერები არიან და ცდილობენ, საკუთარი აზრი სოციალური მედიის გამოყენებით დააფიქსირონ. მსგავსი ტრენინგები რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, აქტიურად ჩაებან საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათ გარშემო არსებული პრობლემები თავად გახადონ საჯარო.

ტრენერები: სანდრო ასათიანი, სოფო შავშიშვილი

 

სოციალური მედიის ტრენინგი ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის

,,მულტიმედია ტრენინგცენტრის” ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებს ახალი მედიის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის თემა მოიცავს ვიზუალიზაციას, ვიდეოს-ფოტოს გადაღებას და სოციალური ქსელების ეფექტურად მართვას. როგორ გადავიღოთ ვიდეო ტელეფონით, როგორ დავამონტაჟოთ მარტივად ონლაინ პროგრამებით, როგორ დავწეროთ ეფექტური ტექსტი სოციალური მედიისთვის, როგორ მივიტანოთ ჩვენი სათქმელი ადამიანებამდე? ეს ის კითხვებია, რომელიც ჟურნაისტიკის სტუდენტებს განსაკუთრებით აინტერესებთ. ორგანიზაციის ტრენინგები სწორედ ამ თემებზეა ორიენტირებული და ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს.

მულტიმედია ტრენინგ ცენტრი ორიენტირებულია, გააცნოს ახალგაზრდებს სოციალური მედიის შესაძლებლობები და ყველა ის სიახლე რაც მათ ახალი ამბების ეფექტურად მომზადებაში დაეხმარებათ. სოციალური მედიის განვითარება ახალგაზრდებში და განსაკუთრებით მომავალ ჟურნალისტებში ორგანიზაციის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს.

პროფესია – მეხანძრე

გაიგეთ რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა მეხანძრეებისთვი, რა შეგრძნებაა როდესაც ერთადერთი საშველი ხარ უიმედო ადამიანისთვის. სოფო შავშიშვილის გადაცემა ‘პროფესია’ მეხანძრეებს გაგაცნობთ.

მინდა გითხრათ.. გადაცემა 1

“ამდენი წელია ვცხოვრობდით ერთად, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ბევრი სათქმელი არ გვაქვს” -თბილისში მცხოვრები დევნილების წერილები აფხაზ მეგობრებს ქეთი გიგაშვილის გადაცემაში ‘მინდა გითხრათ’

ქუჩის მუსიკოსები – გადაცემა 1

როგორ იქმნება მუსიკა თბილისის ქუჩებში,ვინ არიან ახალგაზრდები რომლებიც ქუჩის მუსიკის სტილს ამკვიდრებენ და როგორ მუსიკას უკრავენ ისინი – მაია გულისაშვილი გაგაცნობთ დედაქალაქის ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელის ახალგაზრდა მუსიკოსებს.

ქუჩის მუსკა, გადაცემის ინტრო

პარასკევს 10 საათზე!
მაია გულისაშვილთან ერთად მოიარეთ ქალაქის მიწისქვეშა გადასასვლელები, გაიცანით ქუჩის მუსიკოსები და მოუსმინეთ ისტორიებს მათ შესახებ!